DAR TOWER A1

ბინები ბათუმში

DAR TOWER A2

ბინის ყიდვა ბათუმში

PREV
NEXT

ქართული დეველოპერული-სამშენებლო კომპანია „DARBUILDING”-ი სამშენებლო ბაზარზე 2013 წლიდან გამოჩნდა და მალევე დაიმკვიდრა ძლიერი და სანდო კომპანიის სახელი.

საინფორმაციო ტური

  • ჩარტერი ბათუმში, სასტუმრო «ERA-PALAS»-ში განთავსება.

  • ექვსკურსია ქალაქის ფარგლებში: ერას მოედანი, პიაცა, ახალი და ძველი ბულვარი, მოცეკვავე შადრევანი, ანბანის კოშკი და ა.შ.

  • ბოტანიკური ბაღი.

  • ექვსკურსია მაღალმთიან აჭარაში, მახუნცეთის ჩანჩქერი და თამარის ხიდი.

  • გონიო-აფსაროსის ციხესიმაგრე.

სრულად ნახვა
ბათუმის ახალი ბულვარი
ბათუმის ბოტანიკური ბაღი
ბათუმის მოცეკვავე ფანტანები

სერვისი

კომპანია "დარ ბილდინგი" გთავაზობთ, გაცნოთი ხასიათის ინფო ტურს, ჩვენი მშენებარე თუ აშენებული კორპუსების დასათვალიერებლად, თუ თქვენ სურვილი გაქვთ შეიძინოთ ბინა ბათუმში, საცხოვრებლად თუ ბიზნესისათვის, კომპანია გთავაზობთ ინფო-ტურს. ჩვენი წამომადგენელი დაგვხვდებათ სადაც გნებავთ, დაგაბინავებთ, გაჩვენებთ ობიექტებს, გაგაცნობთ ქალაქისა და რეგიონის ღირსშესანიშნაობებს და ეს ყველაფერი უფასოდ!

რატომ არის საჭირო პროფესიონალი დიზაინერის დახმარება საჭირო? კითხვა რომელიც ხშირად ისმის, ბინის შეძენით დაინტერესებული პირებისგან, ამ კითხვაზე ძალიან მარტივი პასუხის გაცემა შეგიძლია. თუ თქვენ რემონტს პროფესიონალი დიზაინერის დახმარების გარეშე დაიწყებთ, არ არის გამორიცხული რომ, რეზულტატი არ მოგეწონოთ, გადაკეთებაში კი უამრავ დროსა და თანხებს დახარჯავთ. სპეციალისტს, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ამ სფეროში, უკეთ ხვდება როგორ დააგეგმაროს და რომელი დეკორი გამიყენოს ამა თუ იმ პრობლემის თავიდან ასაცილებლად. ვიზუალური მასალით 3D ბინის სახით, თქვენ დაინახავთ თქვენს მომავალ ბინას, თუ როგორი იქნება ის, როდესაც დასრულდება რემონტი. თქვენი თანხმობის შემდეგ დიზაინერი არჩეული მასალით სარემონტო ჯგუფთან ერთად იწყებს მუშაობას და საბოლოო რეზულტატამდე, რემონტის დასრულებამდე, ის აკონტროლებს ყველა დეტალს.

დღეისათვის კომპანია „დარ ბილდინგს“მტკიცედ უჭირავს მოწინავე პოზიცია სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე, მაგრამ, მენეჯმენტი მიღწეულ რეზულტატზე არ ჩერდება და სულ სიახლის და ინოვაციის ძიებაშია. ჩვენი გუნდი აკეთებს ყველაფერს, იმისათვის რომ, ჩვენი მომხმარებელი იღებდეს საუკეთესოს. ინდივიდუალური მიდგომა, მაქსიმალური ყურადღება, კმაყოფილი მომხმარებელი და კმაყოფილი მომხმარებელი - ჩვენი უმთავრესი მიზანია. არ აქვს მნიშვნელობა „ბიუჯეტური“ რემონტით ხართ დაინტერესებული თუ „ექსკლუზიურით“, ჩვენი გუნდი გააკეთებს ყველაფერს, იმისათვის რომ, თქვენ ანუ ჩვენი მომხმარებელი იყოთ კმაყოფილი. თქვენ უბრალოდ მოგვიყევით, როგორ წარმოგიდგენიათ ოცნების ბინა, დანარჩენს კი ჩვენი სპეციალისტები განახორციელებენ - სწრაფად, ხარისხიანად და გამორჩეულად. ჩვენ ავახდენთ თქვენს ოცნებებს. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს დროს, ამიტომ, ნაკისრ ვალდებულებას დათქმულ დროში განვახორციელებთ.

“დარ ბილდინგი” როგორც გრძელვადიანი საიმედო პარტნიორი პოზიციონირებს უძრავი ქონების ბაზარზე. გრძელვადიანი პარტნიორობის საფუძველზე, ჩვენს მომხმარებელს, კომპანია გაქირავების სერვისს სთავაზობს. უძრავი ქონების გაქირავების დროს, უამრავი წვრილმანია გასათვალისწინებელი, ცალკეულ შემთხვევაში კი ეს გაუთვალისწინებელი წვრილმანები კი უთანხმოებას იწვევს ბინის მფლობელსა და უძრავი ქონების აგენტს შორის. კომპანია ამ პროცესს მაქსიმალურად გამჭირვალეს და მომხმარებლის ინტერესზე მორგებულს გახდის.

F.A.Q

ბინის ყიდვა 1. ყიდვა-გაყიდვის წინასწარი ხელშეკრულების გაფომება სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიას (გამყიდველსა) და მყიდველს შორის. 2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით თანხის შემოტანა. 3. საკუთრების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში. ბინის შეძენისას მშენებარე სახლში – ფორმდება ორი ხელშეკრულება ერთი წინასწარი და მეორე საბოლაო. წინასწარი ხელშეკრულება მოიცავს: - კომპანიის ვალდებულება ჩაბარდეს სახლი მითითებულ ვადებში და მდგომარეობაში, რომელიც მითითებულია ხელშეკრულებაში ( კედლების განლაგებით, ფანჯრების, კარების და ა.შ.) - მხარეების ვალდებულები არიან სამომავლოდ საბოლაო ხელშეკრულება გააფორმონ. -წინასწარი ხელშეკრულების ხელის მოწერიდან საბოლაო ხელშეკრულების გაფორმებამდე მყიდველი ირეგისტრირებს ბინას როგორ სამომავლო მფლობელი. -საბოლაო ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის ორივე მხარემ უნდა შეასრულოს თავიანით მოვალეობები: კომპანია ააშენებს და ჩააბარებს სახლს კონტრაქტში მითითებულ ვადებში და მდგომარეობაში. მყიდველი ვალდებულია დაფაროს ბინის ღირებულება ბოლომდე. -ამის შემდეგ მოხდება ბინის შეძენის ხელშეკრულების დარეგისტრირება მყიდველის მიერ საჯარო რეესტრში როგორც საკუთრების. საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები: 1. განცხადება (ელექტრონული ვარიანტი განცხადების მიმღები ოპერატორისთვის). 2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. 3. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. 4. მშენებლობის ნებართვის დამადასტურებელი დოკუმენტი. (ელექტრონული ვერსია) 5. მთლიანი სახლის გეგმა სართულების ბინების განლაგების მიხედვით. 6. ბინის გეგმა. 7. დამადასტურებელი ქვითარი საჯარო რეესტრიში რეგისტრაციის ღირებულების. (რეგისტრაციის მომსახურების გადახდა შესაძლებელია ადგილზე საჯარო რეესტრში) იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ ნდობით აჭურვილი პირი დაინტერესებული პირის, მაშინ საჭიროა წარმოადგინოთ მინდობილობა დამოწმებული ნოტარიუსის მიერ და თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. ბინის შეძენა ახალ აშენებულ სახლში 1. ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების გაფორმდება სამშენებლო დეველოპერულ კომპანიას (გამყიდველსა) და მყიდველს შორის. 2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით თანხის შემოტანა. 3. საკუთრების დადასტურება საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტები: 1. განცხადება (ელექტრონული ვარიანტი განცხადების მიმღები ოპერატორისთვის). 2. პირადობის დამადასტურებელი მოწმონის ასლი. 3.სახლის ექსპლატაციაში შესვლის დამადასტურებელი საბუთი (ელექტრონული ვერსია) 4. ბინის გეგმა. 5. დამადასტურებელი ქვითარი საჯარო რეესტრიში რეგისტრაციის ღირებულების. (რეგისტრაციის მომსახურების გადახდა შესაძლებელია ადგილზე საჯარო რეესტრში) იმ შემთხვევაში თუ თქვენ ხართ ნდობით აჭურვილი პირი დაინტერესებული პირის, მაშინ საჭიროა წარმოადგინოთ მინდობილობა დამოწმებული ნოტარიუსის მიერ და თქვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არ აქვს მნიშვნელობა რომელი ქვეყნის მოქალაქეები იქნებიამ შეუძლიათ უძრავი ქონების შეიძენა საქართველოში.

ე.წ „შავი კარკასი“ - საცხოვრებელი სახლის ფასადი დასრულებული; მოპირკეთებული სადარბაზო; დამონტაჟებული თამედროვე ლიფტი (პროექტის შესაბამისად); ორმაგი მინა-პაკეტი ექსტერიერზე; შესასვლელი რკინის კარი დამონტაჟებული; შავი მასალა ბინაში ატვირთული; ბუნებრივი აირის, წყლის, კანალიზაციის ცენტრალური ვერტიკალური დგარები დამონტაჟებული; შუქი ბინამდე მიყვანილი (ინდივიდუალური გამრიცხველიანობა); საკაბელო ტელევიზიის, ინტერნეტის, ტელეფონის არხები, ბინამდე მიყვანილი; პროექტის მიხედვით კორპუსი იქნება დასრულებული; ეზო კეთილმოწყობილი; ე.წ „თეთრი კარკასი“ - ბინის შიდა ტიხრები ამოყვანილი; ელექტრო გაყვანილობა უმაღლესი ხარისხის ელექტრო კაბელებით; გათბობა- გათბობის წერტილების გაკეთება დამონტაჟება, იატაკ ქვეშ გათბობის მილების გაყვანა; წყლისა და კანალიზაციის წერტილების მონტაჟი სამზარეულოსა და აბაზანაში; იატაკის მოჭიმვა; კედლების შებათქაშება; ფასი ~ 70 $ აშშ დოლარი.

ბინების კეთილმოწყობა ავეჯით; კონდიციონერის მონტაჟი, ტექნიკის მონტაჟი (ტელევიზორი,მაცივარი,გამწოვი,გაზქურა); მისაღები ოთახში აღჭურვილია: დივანი,მაგიდით,სკამებით,ფარდებით; სამზარეულოს კარადის დამზადება, დამონტაჟება; საძინებელი ავეჯის დამზადება, დამონტაჟება. ~400 $ აშშ დოლარი.

უძრავი ქონების რეგისტრაცია სულ რაღაც 15 წუთს მოითხოვს, ბინის შესაძენად კი მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტი უნდა გააჩნდეს მომხმარებს რომელიც დაინტერესებულია ბინის შეძენით, არარეზიდენტებზე კი არანაირი შეზღუდვა არ არის.

დიახ შეგიძლიათ, საქართველოს კანომდებლობის მიხედვით, საჯარო რეესტრს, შეუძლია მიიღოს განაცხადი უცხო ქვეყნიდან Skype კონფერენციის საფუძველზე. reestri.gov.ge

ბინის შეძენა შესაძლებელია შიდა და უპროცენტო განვადებით როგორც პირველივე შენატანით ასევე პირველადი შენატანის გარეშე. პირველადი შენატანი და შიდა-უპროცენტო განვადების ხანგძლივობა პროექტებზე ინდივიდუალურია. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, დაგვიკავშირდით.

აპარტ-ოტელის მომსახურებაში შედის: მისაღები (რესეპშენი); 24 საათიანი ვიდეო დაკვირვება; 24 საათიანი დაცვა; საერთო სივრცეების განათება; ლიფტების მომსახურება; აუზის წმენდა; აპარტამენტების, ჰოლების დასუთავება შედის. ამ ყველაფრის ღირებულება 0,5$ კვ.მ-ზე თვეში.

ფოიე და მისაღები (რესეპშენი); ღია საცურაო აუზი; სპა ცენტრი; ბოულინგი; გასართობი ცენტრი; კაფე / ბარები; 24 საათიანი ვიდეო მეთვალყურეობა და დაცვა.

კომპანია იღებს ვალდებულებას დაიცვას სისუფთავე და წესრიგი არსებულ ტერიტორიაზე.

თუ ანგარიშსწორება საქართველოს ტერიტორიიდან ხდება, ანგარიშსწორება ეროვნულ ვალუტაში (ლარში) იმ დღეს ნაციონალური კურსის მიხედვით ხდება. თუ ანგარიშსწორება საქარელოს საზღვრებს გარედან ხდება, მაშინ, ჩვეულებრივ ა.შ დოლარშია ანგარიშსწორება. განვადების გრაფიკი კი ინდივიდუალური და მომხმარებელზე მორგებულია.


TOP