დარ ბილდინგი

ქართული დეველოპერული-სამშენებლო კომპანია „DARBUILDING”-ი სამშენებლო ბაზარზე 2013 წლიდან გამოჩნდა და მალევე დაიმკვიდრა ძლიერი და სანდო კომპანიის სახელი.
სანდოობა კომპანიას იმ გამოცდილებამ და წარსულმა შემატა, რაც ჩვენს გუნდს გააჩნია. ვიდრე დეველოპმეტნტის და მშენებლობის კუთხით გადავდგამდით ნაბიჯებს, ჩვენ სამშენებლო ბაზარზე გაცილებით ადრე, მაგრამ სხვა ფორმით გამოვჩნდით. ათეულ წელზე მეტია კომპანიები: „დარ კაპიტალი და „პატრიოტი 2006“ სწორედ სამშენებლო სფეროს ემახურება. ის რაც სახლის მშენებლობისა თუ რემონტისთვის აუცილებელია, საჭირო მასალების წარმოებას და ექსპორტს სწორედ ჩვენი კომპანიები ახდენენ.
კომპანიების: „პატრიოტი 2006“ და DAR CAPITAL-ის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო-სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალების იმპორტი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და დინამიურად მზარდი ადგილობრივი წარმოება. კომპანიებმა დაარსებიდან დღემდე განვითარების სხვადასხვა საფეხური განვლეს. დღეისათვის კი აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით, მძლავრი მატერიალურ-ტექნიკური და საწარმოო ბაზით. ჩვენ შევძელით საქმიანობის განვითარება სხვადასხვა მიმართულებით.
ჩვენი წარმოების პროდუქტებია: ფისოვანი ცემენტი, მეტალოკრამიტი, ლაქ-საღებავები, საიზოლაციო მასალები, პენოპლასტის დეკორატიული კარნიზები, შეკიდული ჭერი, კერამიკული სანტექნიკა, ლურსმანი, საკანალიზაციო და წყლის მილები.
2016 წელს კომპანიამ საქმიანობა კიდევ უფრო გააფართოვა. სახელმწიფო პროგრამაში, „აწარმოე საქართველოში“ ჩაერთო და მაღალი ხარისხის, წებო-ცემენტის წარმოება დაიწყო.
ჩვენი კმპანიების მიზანია მომხმარებელს მივაწოდოთ ინოვაციური და მოთხოვნაზე ორიენტირებული მრავალფეროვანი პროდუქციის ფართო არჩევანი. პროდუქციის რეალიზაციის მიზნით შექმნილი გვაქვს სადისტრიბუციო ქსელი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
კიდევ ერთი კომპანია, რომელიც მომხმარებელს ერთიან სივრცეში, ჩვენს მიერ ნაწარმოებ და ექსპორტირებულ ნაწარმს სთავაზობს: «MODUS»-ია, მრავალსართულიან ობიექტში, სადაც ესკალატორით შეგიძლიათ იმოძრაოთ, რემონტისა თუ სახლის მოსაწყობად საჭირო ყველა დეტალს იპოვით. ამ ტიპის სერვისი ბათუმისთვის ინოვაციურია და იგი მომხმარებელს 2016 წლის ბოლოს შევთავაზეთ. ნებისმიერი რამ: ლამინირებული იატაკი, შეკიდული ჭერი, სააბაზანე ავეჯი, აბაზანები ჰიდრომასაჟით და ჰიდრომასაჟის გარეშე, საშხაპე კაბინები, აბაზანის აქსესუარები, სარკეები, სანტექნიკური ნაწარმი, ელექტრო საქონელი, სადენები, წყალგამაცხელებლები და იტალიური წარმოების, პრემიუმ კლასის ავეჯიც კი შეგიძლიათ ერთ სივრცეში შეარჩიოთ.

modus

darcapital

erapalace kvariati

erapalace gorki
კიდევ ერთი სფერო, რომელშიც ჩვენ ვსაქმიანობთ, საკუთარი სასტუმრო ქსელია. სამშენებლო-დეველოპერული საქმიანობის დაწყებამდე, კომპანიამ ააშენა და მართვას, ბათუმში უკვე კარგად ცნობილ სასტუროებს: «ERA PALACE» და «GONIO PALACE»
ამდენად, ის რომ DAR BUILDING-მა არსებობის 3 წლიან ისტორიაში სანდო და ხარისხზე ორიეტირებული კომპანიის სახელი მოიპოვა შემთხვევითი არ არის. ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი კაპიტალი, რაც საშუალებას იძლევა ფინანსური ინსტიტუტების გარეშე განვახორციელოთ ნებისმიერი სირთულის პროექტი. ჩვენი კომპანიის მყარ ფინანსურ გარანტს, სწორედ ჩვენივე საიმედო პარტნიორები წარმოადგენენ.
შპს ,,DAR BUILDING“-ის საქმიანობის ძირითად მიმართულებას სასტუმროების, მრავალფუნქციური კომპლექსების, საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების, საცხოვრებელი აპარტამენტების, სამრეწველო შენობების მშენებლობა, არქიტექტურა და დიზაინი წარმოადგენს.
კომპანია აჭურვილია თანამედროვე და უახლესი სამშენებლო ტექნიკით, რაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მშენებლობის მაღალ ხარისხს და გვაძლევს საშუალებას დავზოგოთ დრო. კიდევ ერთი მთავარი ფაქტრორი, რაც კომპანიას განსაკუთრებულს ხდის, ის გუნდია, რომელიც მაღალი პროფესინალიზმით და გუნდურობის პრონციპით გამოირჩევა. მასშტაბური პროექტების გახორციელაბაზე გამოცდილი ინჟინრები, კონსტრუქტორები, არქიტექტორები, დიზაინერები და სხვადასხვა მიმართულების მაღალი დონის სპეციალისტები მუშაობენ. სწორედ ასეთი გუნდის და სწორი მენეჯმენტის წყალობით, კომპანია ყოველთვის ზუსტად იცავს სამშენებლო ვადებს და მუდმივად ზრუნავს ხარისხზე.
DAR BUILDING-ის უკვე დასრულებული თუ მშენებარე პროექტები გამოირჩევა თავისი მასშტაბებით, მრავალფეროვნებით, ინოვაციური მიდგომებით, თანამედროვე არქიტექურით. ჩვენ ვაშენებთ ბათუმის თითქმის ყველა უბანში. ვცდილობთ ისეთი პროექტები შემოგთავაზოთ, რომელიც არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებას მოეწონება საცხოვრებლად თუ დასასვენებლად, არამედ შენობა ქალაქის იერსახეს მოერგება და ჰარმონიულად შეერწყმება კონკერტულ ადგილს.
სწორედ ასეთი მიდგომით, პროფესიონალიზმითა და თითოეული დეტალის სიღრმისეული ანალიზის მეშვეობით კომპანიამ სხვადასხვა წარმატებულ პროექტს ჩაუყარა საფუძველი.

TOP