ბათუმი

starii bulvar

აჭარა საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა. ბათუმი კი მისი დედაქალაქი და შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ქალაქი. ბოლო წლების განმავლობაში ბათუმს - „ქართულ სინგაპურს“აც უწოდებენ. ბოლო ათი წლის განმავლობაში იგი მნიშვნელოვნად შეიცვალა, გაიზარდა მასშტაბები, რაც ძირითადად მშენებლობის ბუმმა განაპირობა. აქ უცხოელი თუ ადგილობრივი დეველოპერების მიერ, ათობით საცხოვრებელი თუ აპარტ-ოტელის სტილის კომპლექსები, სასტუმროები, (მაგალითად, ისეთიცნობილიბრენდებისსასტუმროები, როგორებიცაა:შერატონი, რედისონი, ჰილტონი დაა.შ) სავაჭრო და გასართობი ობიექტები შენდება.

კომპანია Dar building ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ბათუმის განვთარებაში და სამშენებლო ბაზარზე თავის სიტყვას ამბობს.
alfavitnaia bashnia
ქალაქში თანამედროვე არქტიტექტურა ძველს ისე ლამაზად ერწყმის, რომიგი,ნებისმიერ მნახველს მაშინვე ხიბლავს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს, ბათუმი, თავისი ძველი თუ ახალი არქიტექტურული შენობებით, ევროპული მოედნებითა და ქუჩებით, მსოფლიო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროებით, უძველესი პორტით, უნიკალური ბოტანიკური ბაღით, გამორჩეული ბულვარით და სხვადასხვა სტილის კაფეებით, თანამედროვე ევროპული სტილის საკურორტო ქალაქია. აღსაღნიშნავია, რომ 2012 წელს ამერიკის სტუმართმასპინძლობის მეცნიერების აკადემიამ ბათუმი დაასახელა. როგორც წლის საუკეთესო ტურისტული დანიშნულების ადგილი. წლის ნებისმიერ დროს ქალაქი დაცული და უსაფრთხოა. 24 საათის განმავლობაში ქალაქს საპატრულო პოლიციის მოძრავი ეკიპაჟები აკონტროლებენ. ბათუმის შესახებ პირველი ცნობები ძვ.წთ-ის მე-4 საუკუნის ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს ნაშრომებში გვხვდება. იგი შავი ზღვის სანაპიროზე, კოლხეთში მდებარე ქალაქს ,,ბათუსის" სახელით მოიხსენიებს. ბათუმი ბერძნული სიტყვაა და ღრმას ნიშნავს.
chornie more
ართლაც, ბათუმს შავ ზღვაზე სევასტოპოლის შემდეგ,ყველაზე ღრმა და მოხერხებული პორტი აქვს. ბათუმი მსხვილი სატრანსპორტო ჰაბია, აქ თავს იყრის საზღვაო, სარკინიგზო, საჰაერო და საავტომობილო კომუნიკაციები. ქალაქი, კავკასიის ნავთობის გადაზიდვის უძველესი და უმნიშვნელოვანესი ნავსადგურია შავი ზღვის მთელს სანაპიროზე, რაშიც დიდი წვლილი ნავთობის მაგნატებს, ძმებ ნობელებს მიუძღვით. ქალაქს, ისევე როგორც მთელს რეგიონს, ემსახურება საერთაშორისო აეროპორტი. ბათუმი მულტიკულტურული ქალაქია. სავსე საინტერესო და ღირსშესანიშნავი ადგილებით. ქუჩებში სეირნობისას თქვენ შეგხვდებათ საქართველოს მართლმადიდებლური, სომხური და კათოლიკური ეკლესიები. ებრაული სინაგოგები და მეჩეთები. მოცეკვავე ფანტანები,ბათუმის პიაცა, დელფინარიუმი, საბავშვო ატრაქციონები და ქალაქის განსაუთრებულად მიმზიდველი ადგილი- 1881 წელს, ფრანგი მებაღის, დალფონსის მიერ შექმნილი ულამაზესი ბათუმის ბულვარი. ბათუმს უკვე წლებია ძველი და ახალი ბულვარი აქვს. ასე მას შემდეგ იწოდება რაც ბულვარის მასშტაბები სანაზპირო ზოლზე მნიშვნელოვნად გაიზარდა და დღეს უკვე 7 კილომეტრზეა გაშენებული. თანამედროვე მშენებლობების ბუმიც, სწორედ ახალი ბულვარის სანაპირო ზოლზე მიმდინარეობს. ეს არის ორიგინალური ქანდაკებების ქალაქი, სადაც სიყვარულს ძეგლი დაუდგეს. ქართველი ნინოსა და აზერბაიჯანელი ალის ტრაგიკული სიყვარული ისტორია მოძრავი სკულპტურით გამოხატეს. აქ ძეგლი დაუდგეს ქართულ ანბანსაც, „საოცრებათა მოედან“ზე ანბანის 33 ასოთი გარშემორტყმული თანამედროვე ნაგებობა. მასში გადაადგილება მხოლოდ შემინული პანორამული კონსტრუქციის ლიფტებითაა შესაძლებელი. შეგიძლიათ 130 მეტრის სიმაღლიდან, მოძრავ რესტორანში, ქალაქის ულამაზესი ხედებით დატკბეთ. „ევროპის მოედან“ზე კი, კოლხი მედეას ქანდაკება ქალაქის დამთვალიერებელს ახსენებს, რომ ეს ის ქვეყანაა, სადაც არსებობდა კოლხეთის სამეფო და რომელსაც მეფე აიეტი, ოქრის საწმისის მფლობელი მართავდა. აჭარა მდიდარია ისტორიული და არქეოლოგიური ადგილებითაც. ერთ-ერთია ბათუმიდან სამხრეთით, 12 კმ. დაშორებით, მდინარე ჭოროხის მარცხენა სანაპიროზე მდებარე გონიო-აფსაროსის ციხე-სიმაგრე (I საუკუნე). საქართველოში ერთ-ერთი უძველესი დასახლება ამ ციხის ირგვლივ მდებარეობდა. გამორიცხულია იმყოფებოდე ბათუმში და არ მოინახულო მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი და მდიდარი ბოტანიკური ბაღი, რომელიც 1912 წელს დაარსდა. 111 ჰექტარზე გაშენებულ ბაღში ათასობით უნიკალური ჯიშის მცენარეს ნახავთ და ულამაზესი ხედებით დატკბებით.
chornie more
ბათუმი ბოლო წლების განმავლობაში, კულტურული ღირშესანიშნაობებისა და საერთაშორისო ღონისძიებების ცენტრად იქცა. აქ ტარდება მსოფლიო დონის ვარსკვლავების კონცერტები, საერთაშორისო ფესტივალები, ხელოვნების სხვადასხვა დარგებსა თუ სპორტში... ბათუმმა სხვადასხვა დროს უმასპინძლა ისეთი ვარსკვლავების კონცერტებს, როგორებიცარიან: პლაჩიდოდომინგო, ხოსე კარერასი, ანდრეა ბოჩელი, კრის ბოტი, სტინგი, მიშელ ლეგრანი, ენრიკე ეგლესიასი და სხვა. ყველა ამ ზემოთა ღნიშნულის გამო, ბათუმის უძრავიქონების ბაზარი განსაკუთრებით მიმზიდელი გახდა.

TOP