საქართველო

gomarduli

საქართველო ბოლო წლების განმავლობაში მსოფლიო ჰედლაინებში ხშირად ხვდება, რამაც იგი განსაკუთრებით მიმზიდველი და პოპულარული გახადა, როგორც ტურისტებისთვის ასევე ინვესტორებისთვისაც. ქვეყანა ისტორიული აღმოჩენებით, კულტურული მემკვიდრეობით, ახალი ტურისტული ადგილებითა თუ მუდმივად მზარდი და ევროპული სტილის ქალაქებით საინტერესო გახდა. სად არის საქართველო?!-როცა რუქაზე, ევრაზიის კონტინენტს დახედავთ, ევროპისა და აზიის შესაყარზე – შავსა და კასპიის ზღვებს შორის, ამოიკითხავთ ქვეყნის დასახელებას: „GEORGIA“. „GEORGIA“, ძველი ბერძნების სახელდებით, მიწის მუშაკთა, „გეორგიანთა“ ქვეყანაა. ასე, რომ საქართველო უძველესი ქვეყანაა, რომელსაც სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს: მას სამხრეთით თურქეთი და სომხეთი, აღმოსავლეთით აზერბაიჯანი, და ჩრდილოეთით - კავკასიონის ქედის გადაღმა რუსეთი ესაზღვრება.
tbilisi
ქვეყნის დედაქალაქი, მილიონნახევარი მოსახლით- თბილისია. მე-5 საუკუნეში დაარსებული ქალაქი, მე-6 საუკუნიდან დღემდე საქართველოს დედაქალაქის სტატუსს ატარებს. ამ ქალაქით მიღებული შთაბეჭდილება მრავალმა მოგზაურმა, მწერალმა თუ პოეტმა ასახა. სხვადასხვა დროს აქ იმოგზაურეს რუსმა ალექსანდ პუშკინმა, ფრანგმა ალექსანდრ დიუმამ და ნორვეგიელმა კნუტ ჰამსუნმა. ყველა მათგანმა, ეს ისტორიული ქალაქი თავისებურად აღიქვა და მიღებული შთაბეჭდილების შესახებ აღფრთოვანება ვერავინ დამალა. თბილისი მუდამ მზარდია და ცვალებადი. შენდება მრავალი თანამედროვე საცხოვრებელი სახლი, კომპლექსი, გასართობი ცენტრები თუ ჰიპერმარკეტები, მაგრამ მისი მთავარი ხიბლი - კულტურული მრავალფეროვნება უცვლელია. საქართველო გამოირჩევა განუმეორებელი უძველესი კულტურული მემკვიდრეობით. ცნობილია საკუთარი სამზარეულოთი და სტუმართმოყვარეობით. საქართველოს ღვინის სამშობლოს უწოდებენ. უძველესი დროიდან გამოყავდათ სხვადასხვა ყურძნის ჯიშები. ქართული ღვინო: ხვანჭკარა, საფერავი, წინანდალი, ქინძმარაული, მუკუზანი, თელიანი და სხვა მრავალი კარგადაა ცნობილი საზღვარგარეთ. საქართველო ამაყობს უძველესი წარსულით. იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში საქართველოს ბევრი ძეგლი შედის. მათ შორის ერთ-ერთია, მე-12 საუკუნეში აგებული გელათის სამონასტრო კომპლექსი. აქ შემონახულია ხელნაწერთა და ჭედური ხელოვნების უნიკალური ნიმუშები. მონასტერში ფუნქციონირებდა აკადემია, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთაც საკმაოდ ცნობილი იყო.
vinii zavod
ისტორიული ლეგენდების და ფაქტების მიხედვით, საქართველო იყო არგონავტების, მარკო პოლოს და სხვა ცნობილი მოგზაურების მასპინძელი ქვეყანა. საუკუნეების მანძილზე მის ტერიტორიაზე გადიოდა ცნობილი აბრეშუმის გზა. საქართველო მდიდარია ზამთრის და ზაფხულის კურორტებით. მრავალფეროვანია ქვეყნის ჰიდრომინერალური რესურსები, ქვეყანაში მოიპოვება 2000-ზე მეტი სამკურნალო მინერალური წყალი. საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებულია 103 კურორტი, მათ შორისაა ბათუმი, ქობულეთი, ბორჯომი, ბაკურიანი და სხვა ცნობილი კურორტები, რომლებიც ჰავით და სხვადასცვა სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. ცნობილმა ფრანგულმა გამოცემა, „ვოგი“-მ 2017 წლის ყველაზე „ცხელი“, მოდური ტურისტული მიმართულებების სია გამოაქვეყნა, რომელშიც პირველ ადგილზე საქართველო დასახელდა. ქვეყანა ბოლო ათეული წლის განმავლობაში, მნიშვენლოვნად შეიცვალა და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. საქართველოში გატარებულმა წარმატებულმა რეფორმებმა: ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით უსაფრთხოების და პოლიციის კუთხით, მიშნველოვნად შეცვალა ქვეყნის იმიჯი. ჩამოთვლილ უწყებებში გატარებული რეფორმების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა ბიუროკრატია და დღეს უკვე ბიზნესის კეთება უცხოელი თუ ადგილობრივი ბიზნესმენსთვის საქართველოში მარტივი და მიმზიდველი გახდა. ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე მაგალითის მოყვანა ბოლო საერთაშორისო კვლევევებიდან, რაც თქვენთვის, ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს ცხადს გახდის და შეგიქმნით წარმოდგენას ქვეყნის ეკონომიკური ზრდადობის შესახებ. მსოფლიო ბანკის კვლევის - “Doing Business 2016“-ის რეიტინგში, მსოფლიო მასშტაბით, ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციის მიმართულებით საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციებს იკავებს. კვლევის მიხედვით: საქართევლო დაწინაურდა და მე-16 ადგილი დაიკავა. გასულ წელს ქვეყანა ამ კვლევის მიხედვით 23-ე ადგილს იკავებდა. ქონების რეგისტრაციის სიმარტივის მიხედვით, კი მსოფლიოში კვლავაც ერთ-ერთი საუკეთესოა და სტაბილურად ინარჩუნებს ადგილს პირველ სამეულში. საქართველო ასევე მსოფლიოს იმ 10 ქვეყანას შორის მოხვდა, რომელებმაც ბიზნეს რეგულაციების კუთხით წარმატებას მიაღწიეს. ქვეყანა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მაკედონიასა და ლატვიასთან ერთად მოწინავე პოზიციაზეა. მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, ბიზნესის დაწყების სიმარტივის კომპონენტში, საქართველოს პოზიცია 2 პუნქტით გაუმჯობესდა და მსოფლიოს მასშტაბით მე-8 ადგილი დაიკავა. საერთაშორისო ორგანიზაცია, The Heritage Foundation - ის 2016 წლის თავისუფალი ეკონომიკის ინდექსის კვლევის მიხედვით, საქართველო ეკონომიკური თავისუფლების კუთხით, 72,6 ქულით, ძირითადად თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში შევიდა და მსოფლიოში 23-ე, ევროპაში კი მე-12 ადგილი დაიკავა. რეიტინგით საქართველო ისეთ განვითარებულ ქვეყნებს უსწრებს, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი, ავსტრია, ნორვეგია და ლატვია. კიდევ ერთი, საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაცია ფრეიზერის მონაცემებით, რომელმაც ეკონომიკური თავისუფლების კუთხით, მონაცემები 159 ქვეყანაში გაზომა. საქართველო მეხუთე ადგილზს იკავებს. საქართვლო მნიშნველოვან ნაბიჯებს დგამს ევროკავშირში გაწერიანების გზაზე. ამის ერთ-ერთი დასტური „საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება“ა, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტს (Deep and Comprehensive Free Trade Area - DC FTA) და ითვალისწინებს ევროკავშირთან დაახლოვების მნიშვნელოვან კონკრეტულ მექანიზმებს. დოკუმენტი უკვე რატიფიცირებულია და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება საქართევლოს დაწყებული აქვს. საქართველო 2017 წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვან სიახლეს ელოდება. ევროკავშირის /შენგენის წევრ ქვეყნებში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას, რომლის შემდგომ, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ უვიზოდ იმოგზაურონ. უვიზო რეჟიმი გულისხმობს თავისუფალ გადაადგილებას შენგენის ზონის ტერიტორიაზე, რომელიც მოიცავს ევროკავშირის 22 წევრ ქვეყანას, ევროკავშირის 4 არაწევრ ქვეყანას და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანას: ეს ქვეყნებია: ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, უნგრეთი, ფინეთი, შვედეთი, ჩეხეთი, ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია; ბულგარეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ხორვატია;

TOP